ISFED სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერებისთვის ახალ პროექტს იწყებს.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” Black Sea Trust-ის მხარდაჭერით იწყებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში”.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება სამოქალაქო განათლების ტრენიგები, რომლებიც მიზნად ისახავს შექმნას მოტივირებული ახალგაზრდა ლიდერთა მრავალფეროვანი ჯგუფი, რომლებიც შემდგომში, შესაბამისი უნარებითა და ცოდნით, აქტიურად ჩაერთვებიან სოციალურ და პოლიტიკურ აქტივობებში.
მონაწილეები გაივლიან სამოქალაქო განათლების ვორქშოფებს. ისინი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დემოკრატია და მოქალაქეთა ჩართულობა, ადამიანის უფლებები, ადგილობრივი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია, არჩევნები, გარემოს დაცვა, დებატების ხელოვნება და სხვა. მონაწილეები, აგრეთვე, მიიღებენ გამოცდილებას პროექტის წერასა და განხორციელებაში.
პროექტში მონაწალეობას მიიღებს 42 ახალგარზდა სხვადასხვა რეგიონიდან. ტრენინგები ჩატარდება სამ ჯგუფად და მოიცავს მოიცავს ხუთდღიან სწავლებებს.
ტრენინგების ბოლოს, ახალგაზრდები შეიმუშავებენ თავიანთი რეგიონისა და თემის საჭიროებების მიხედვით პროექტებს, რომლის განხორციელებაშიც მათ ''სამართლიანი არჩევნები'' დაეხმარება.
მონაწილეთა ნაწილი პროექტის დასრულების შემდგომ, გაივლის სტაჟირებას საქართველოში მოქმედ წამყვან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში.