„სამართლიანი არჩევნების“ საერთო კრებამ გამგეობის 4 ახალი წევრი აირჩია
შაბათს, 22 მაისს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) საერთო კრება გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის 100-მდე წევრი ესწრებოდა. კრების დელეგატებმა ორგანიზაციის დირექტორისგან მიიღეს ინფორმაცია განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისა შესახებ.
საერთო კრებამ გამგეობის ახალი წევრები აირჩია. გამგეობას შემოუერთდნენ:
ნინო ჯაფარიძე - Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტი. მას აქვს საზოგადოებრივი აზრის, ბაზრის და საარჩევნო კვლევის 25 წლიანი გამოცდილება კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
მიხეილ ბენიძე - Zinc Network-ის საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის ხელმძღვანელი.
სალომე მუხურაძე - აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)-ის პროგრამის უფროსი ოფიცერი დემოკრატიის, პოლიტიკური პარტიებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობის 10-წლიანი გამოცდილებით.
გიორგი გულიაშვილი - იურისტი, ტრენერი, საარჩევნო საკითხებზე მუშაობის 15-წლიანი გამოცდილებით. ორგანიზაციის გამგეობის წევრი 2017-2020 წლებში.
ISFED-ის წესდების მიხედვით, ორგანიზაციის გამგეობა საერთო კრების მიერ არჩეული 9 წევრისგან შედგება.
„სამართლიანი არჩევნები“ გამგეობის ახალ წევრებს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.