NGO-ების მოსაზრებები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესატან ცვლილებებზე
5 ივნისს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილების შეტანას საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსში“.
აღნიშნული ცვლილებებიდან დადებით შეფასებას იმსახურებს ის რეგულაციები, რომლითაც მარტივდება საარჩევნო სუბიექტიების, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაიების საარჩევნო ადმინისტრაციებში რეგისტრაცია. (შემოდის ნებაყოფლობითი ხასიათის ელექტრონული რეგისტრაცია). აგრეთვე პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს ის რეგულაციები, რომელიც ემსახურება საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესის გაუმჯობესებას (მათ შორის კოორდინაციას სახელმწიფო უწყებებს შორის, საარჩევნო სუბიექტებისგან განახლებული ინფორმაციის მიღებას და სხვა.) თუმცა, აღნიშნული ცვლილებების პარალალურად უარყოფით შეფასებას იმსახურებს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალი წესი, აგრეთვე რეგულაციები, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს ადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით (ცვლილებები მედიის მიერ საარჩევნო კომისიების სხდომების გაშუქების, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით.)
ჩვენი მოსაზრებები შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით