სოციალური მედიის მონიტორინგი

„არ აგარევინებთ“ და „აგენტურა" - ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებული კოორდინირებული ქსელი

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინისა და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად, ქართულ საინფორმაციო სივრცეში გრძელდება ანტიდასავლური ნარატივების აქტიური გავრცელება. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” („სამართლიანი არჩევნები”) რეგულარულად აკვირდება იმ შიდა და გარე აქტორებს, რომლებიც სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით ანტიდასავლური და ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივებას ცდილობენ. 2022 წლის აგვისტოში „სამართლიანმა არჩევნებმა“ შიდა აქტორებს შორის, გიორგი (გია) გაჩეჩილაძის („უცნობი”) მოძრაობა „აი იასა” და ინიციატივასთან „არ აგარევინებთ”, დაკავშირებული კოორდინირებული ქსელის მოქმედება გამოიძია, რომელიც ანტიდასავლურ კამპანიაში იყო ჩართული. აღნიშნული ქსელის ერთ-ერთი მთავარი აქტორი „აი იას" თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილიც იყო, რომელიც, ასევე, ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა. შესწავლილი გვერდების მიზანი საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვის მცდელობაში დასავლეთის დადანაშაულება იყო. ქსელი ფეისბუქისა და ინსტაგრამის მფლობელი კომპანიის, Meta-ს, წესების დარღვევით მოქმედებდა - იყენებდა საეჭვო ანგარიშებს პოსტების ჯგუფებში გასავრცელებლად და ინტერაქციის გასაზრდელად. მოგვიანებით, როგორც ერთ-ერთი გვერდის პოსტიდან ვიგებთ, ქსელში შემავალ ერთ-ერთ გვერდს მოქმედება და გავრცელების არეალი შეეზღუდა. 

2022 წლის ნოემბერში ვატო შაქარიშვილმა, სხვა პირებთან ერთად, პორტალი „საქართველო უპირველეს ყოვლისა” შექმნა, რომელიც ლიბერალურ ღირებულებებსა და ამ ღირებულებების მქონე დასავლელ აქტორებს უპირისპირდება. „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა, რომ აღნიშნული პორტალისა და შაქარიშვილის ოფიციალური ანგარიშების გარდა, მათთან დაკავშირებული ორი მადისკრედიტირებელი გვერდი მოქმედებს, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან. მათგან პირველი, სახელწოდებით „არ აგარევინებთ”, ღიად უკავშირდება შაქარიშვილს, „აგენტურა” კი ანონიმურად მოქმედი გვერდია, რომლის კავშირები შაქარიშვილთან „სამართლიანი არჩევნების” დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა. ამ აქტორების მხრიდან, ასევე, იკვეთება კოორდინირებული არაავთენტური ქცევის კიდევ ერთი ელემენტის გამოყენება - გვერდების პოსტების გასავრცელებლად, Meta-ს წესების დარღვევით, ერთი და იგივე საეჭვო ანგარიშები გამოიყენება. მადისკრედიტირებელი გვერდების პოსტების დიდი ნაწილი დარეკლამებულიცაა, თუმცა მითითებული ინფორმაცია სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის არასაკმარისია გადამხდელის ვინაობის დასადგენად. ქსელი უპირისპირდება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე ცალკეულ შიდა ოპოზიციურ აქტორებს. ამავდროულად, პოსტების ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, პოლიტიკას უჭერს მხარს. „სამართლიანი არჩევნები” წარმოგიდგენთ იმ ძირითად მიგნებებს, რომლებიც ქსელის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა. 

 

პორტალ „საქართველო უპირველეს ყოვლისა” და ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებული ანგარიშები  

 

ოფიციალური ანგარიშები 

პორტალთან „საქართველო უპირველეს ყოვლისა” (geo-first.com) და ვატო შაქარიშვილთან ღიად 3 ფეისბუქგვერდი და ინსტაგრამის, X-ის (ყოფილი ტვიტერი) და ტელეგრამის თითო ანგარიშია დაკავშირებული.  

მადისკრედიტირებელი ანგარიშები 

„სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, ქსელთან დაკავშირებულია ორი მადისკრედიტირებელი ტაქტიკით მოქმედი ფეისბუქგვერდი: „არ აგარევინებთ” და „აგენტურა”. ამავე დასახელებით გვხვდება ორი ტიკტოკ ანგარიში, ხოლო „არ აგარევინებთ” სახელით ტელეგრამ და იუთუბ არხებიცაა შექმნილი. სხვა პლატფორმებზე მოქმედი ანგარიშები, ძირითადად, იმავე ტიპის კონტენტს ავრცელებენ, როგორიც ფეისბუქგვერდებზე ვრცელდება. 

ერთ-ერთი ფეისბუქგვერდი, სახელწოდებით „არ აგარევინებთ”, შაქარიშვილის გუნდთან ღიადაა დაკავშირებული, მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი მადისკრედიტირებელი გვერდების ტაქტიკით მოქმედებს, კერძოდ, იგი ფოტომანიპულაციებისა და სიძულვილის ენის შემცველი ნარატივების საშუალებით ოპოზიციის, ცალკეული მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა თუ აქტივისტების საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებს, პოსტებს კი აქტიურად არეკლამებს. ამავე დასახელებით არხები ტიკტოკის, იუთუბისა და ტელეგრამის პლატფორმებზეც მოქმედებს.  

ფეისბუქზე ეს გვერდი აქტიური ამავე დასახელების ძველი გვერდის შეზღუდვის შემდეგ გახდა. Meta-ს მონიტორინგის ინსტრუმენტის, CrowdTangle-ის გამოყენებით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ მადისკრედიტირებელი გვერდი ოფიციალურ ანგარიშებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, გვერდი „არ აგარევინებთ” ვატო შაქარიშვილისა და კონსერვატიული პლატფორმის გვერდებთან ერთად იყენებს ე.წ. „კროსპოსტინგის“ ფუნქციას.1 აღსანიშნავია, რომ „კროსპოსტინგ“ ფუნქციის, ე.ი., ვიდეოების ერთდროულად განთავსების გამოსაყენებლად გვერდების ადმინისტრატორები ერთმანეთთან უნდა იყვნენ დაკავშირებული. 

მეორე ანონიმური გვერდი, სახელწოდებით „აგენტურა”, შაქარიშვილთან ფარულადაა დაკავშირებული. გვერდი 2023 წლის 17 თებერვალს შეიქმნა და „საქართველოს არქივი” ერქვა, 6 ივლისს კი მაამჟამინდელი სახელი დაირქვა. ამ გვერდის შაქარიშვილთან კავშირMeta-ს რეკლამების ბიბლიოთეკაში მითითებული მონაცემების საფუძველზე დგინდება. გვერდის „აგენტურა” რეკლამების გადამხდელის საკონტაქტო ინფორმაციაში იგივე ტელეფონის ნომერია მითითებული, რაც ვატო შაქარიშვილის ოფიციალური გვერდისა და „Georgia First NEWS-ის” შემთხვევაში. 

ანგარიშების ჯგუფებში მოქმედება 

წარსულის მსგავსად, ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებულ ქსელში კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ნიშნები იკვეთება. კერძოდ, ქსელში შემავალი გვერდების პოსტებს ერთი და იგივე ფეისბუქანგარიშები სხვადასხვა ჯგუფში ავრცელებენ. ანგარიშების ნაწილი საეჭვოა, მათი მოქმედება კი Meta-ს წესებს ეწინააღმდეგება.  

ერთ-ერთი ასეთი ანგარიშია ქეთევან ცეცხლაძე, რომელიც შაქარიშვილთან დაკავშირებული გვერდებიდან ერთსა და იმავე ჯგუფებში პოსტებს სისტემატურად აზიარებს. აღნიშნული გვერდებია: „Vato Shakarishvili • ვატო შაქარიშვილი”, „არ აგარევინებთ”, „აგენტურა”, „Georgia First NEWS”, „საქართველო უპირველეს ყოვლისა • Georgia First”. პროფილის შესწავლის შედეგად, შეუძლებელია მისი ავთენტურობის დადგენა. პროფილი იდენტობას მალავს და მხოლოდ მითითებული აქვს, რომ ბათუმში ცხოვრობს. სიახლეების ველში (News Feed) ჭარბობს შაქარიშვილის ქსელიდან გაზიარებული პოსტები, პროსახელისუფლებო და ოპოზიციის საწინააღმდეგო პოსტები. 

კიდევ ერთი, სავარაუდოდ, არაავთენტური ანგარიში, რომელიც გვერდების პოსტებს ერთსა და იმავე ჯგუფებში აზიარებს, Juba Gogonashvili-ის სახელით მოქმედებს. ანგარიშს საჯაროდ 2022 წლის შემდეგ პოსტი არ უდევს, თუმცა სხვადასხვა ჯგუფში გვერდის „არ აგარევინებთ” პოსტებს აზიარებს. ამავე გვერდისა და „აი უცნობი • i ucnobi-ის” პოსტებს სხვადასხვა ჯგუფში აზიარებს საეჭვო ანგარიში Gia Berianidze-ც.  

ქსელის პოსტების გავრცელებაში ჩართულია ფეისბუქმომხმარებელი გაბი კამაევი, რომელიც ბლოგერად პოზიციონირებს და „ქართული ოცნების” მხარდამჭერ პოსტებს აქტიურად აქვეყნებს. ქსელის პოსტებს კამაევი, ძირითადად, 3 ჯგუფში ავრცელებს: „კახა კალაძე - ქართული ოცნება”, „ბათუმი • 41 ????” და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო”. აღსანიშნავია, რომ კამაევის პოსტების გაზიარებაში ქსელთან დაკავშირებული საეჭვო ანგარიში, ქეთევან ცეცხლაძეცაა შემჩნეული. 

რეკლამები ფეისბუქსა და ინსტაგრამზე 

ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებული ქსელი პოსტების მნახველთა აუდიტორიის გასაზრდელად და მეტად გასავრცელებლად რეკლამირების ტექნიკას აქტიურად იყენებს. მართალია, ოფიციალურ გვერდებზე თანხის გადამხდელის ვინაობა გამჭვირვალეა, თუმცა მისგან განსხვავებით, მადისკრედიტირებელ გვერდებზე პოლიტიკური შინაარსის რეკლამები დეკლარირებულია, თუმცა გაუმჭვირვალედ. მაგალითისთვის, გვერდზე „არ აგარევინებთ” გადამხდელად  გვერდის სახელწოდებაა მითითებული, დამატებით მონაცემები კი გადამხდელის ვინაობის გარკვევაში არ გვეხმარება. გაუმჭვირვალედ დეკლარირების პრობლემაა გვერდის „აგენტურა” შემთხვევაშიც - გადამხდელად ისევ გვერდის სახელია მითითებული. თუმცა, რეკლამების ბიბლიოთეკაში სხვა მონაცემებზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ იგივე ტელეფონის ნომერია მითითებული, რაც შაქარიშვილთან ოფიციალურად დაკავშირებული ორი გვერდის შემთხვევაში.  

გვერდი „აგენტურა“, რომელიც ქსელს ფარულად უკავშირდება, გამოქვეყნებული პოსტების დიდ ნაწილს არეკლამებს. Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებით, 2023 წლის თებერვლიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით გვერდმა 80 რეკლამა გამოაქვეყნა, რაშიც 796 აშშ დოლარი დახარჯა. გადამხდელად კი გვერდის სახელი - „აგენტურაა“ მითითებული. გაუმჭვირვალედაა დეკლარირებული გვერდის „არ აგარევინებთ” პოსტებიც, რომლის გადამხდელად, ასევე, გვერდის სახელია მითითებული. 2022 წლის 8 ნოემბრიდან 2023 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით გვერდზე 256 რეკლამა გამოქვეყნდა, რაშიც 3 390 აშშ დოლარი დაიხარჯა. 

 

წყარო: Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკა Made with Flourish

 

ძირითადი გზავნილები  

ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებული ქსელი პროსამთავრობო გზავნილებს აქტიურად ავრცელებდა. ყველაზე ხშირად გვერდები ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდნენ. კერძოდ, გვერდებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ინიციატივებისა და საგარეო ვიზიტების შესახებ.  

ამ ქსელში შემავალ გვერდებზე გამოქვეყნებული პროსამთავრობო პოსტების ნაწილი ანტიოპოზიციურ შინაარსსაც შეიცავს. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნით გამოყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გვერდზე „არ აგარევინებთ“ სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა. გავრცელებულ ტექსტში მიმდინარე მოვლენები „ნაციონალების სკანდალად“ იყო მოხსენიებული, მათი რევანშის სურვილით ახსნილი და პრემიერის ღია მხარდაჭერას გამოხატავდა.   

პოსტებში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების გზაზე ირაკლი ღარიბაშვილის როლს უსვამდნენ ხაზს. ამ მიზნით ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის, ერთობლივი პრესკონფერენციის კადრები გამოიყენებოდა. პარალელურად, ოპოზიციას პროცესის საბოტაჟში სდებდნენ ბრალს. 

შესწავლილ ქსელში შემავალ გვერდებზე გამოქვეყნებული ოპოზიციის საწინააღმდეგო პოსტები,  მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ლევან ხაბეიშვილის, ნიკა მელიას და გიორგი ვაშაძის ადისკრედიტირებელი. სააკაშვილის დისკრედიტაცია ხშირად მის პირად ცხოვრებაზე აპელირებით ხდებოდა. ავრცელდა დროას“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებს“ საარჩევნო გაერთიანების საწინააღმდეგო პოსტებიც 

ქსელში შემავალ გვერდებზე დისკრედიტაციის სამიზნე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გარდა, ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიცაა. გამოქვეყნებული პოსტები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას ამართლებდა. გვერდებზე გავრცელებული გზავნილების თანახმად, ზურაბიშვილმა საკუთარ ამომრჩეველს ზურგი აქცია და ქვეყანაში არეულობის შექმნა სცადა.  

Მიმდინარე წლის 18 სექტემბერს აქართველოს ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოსალოდნელ დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობასთან დაკავშირებით განცხადების გავრცელების შემდეგ, ატო შაქარიშვილთან დაკავშირებულ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტებით აღნიშნულ თემას ეხმიანებოდნენ. გვერდებზე მაიდანის საპროტესტო გამოსვლების კადრები და განცხადებაში მოხსენიებული პირების ფოტოები გავრცელდა. გამოქვეყნებულ პოსტებში გლობალური ომის პარტიას და მის ადგილობრივ აგენტებზე მიუთითებდნენ და მათ გადატრიალების ორგანიზებაში სდებდნენ ბრალს. აღსანიშნავია, რომ ქსელში შემავალ გვერდებზე სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ პოსტებში გლობალური ომის პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებთან ერთად,იზიკოს გია დვალსა და ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასაც მოიხსენიებდნენ. მ კონტექსტში ვატო შაქარიშვილის ანტიდასავლური განცხადებაც გავრცელდა, რომელშიც ის საქართველოში არასტაბილურობის შექმნას დასავლეთის და კონკრეტულად აშშ-ის ინტერესად წარმოაჩენდა.  

შესწავლილ გვერდებზე ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, USAID-ის პროგრამის „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მოწვევით საქართველოში ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები  ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაში მონაწილეობის მისაღებად ტრენინგის მონაწილეებს ამზადებდნენ. მ კონტექსტში ანტიამერიკული განცხადებები გავრცელდა, მათ შორის ვატო შაქარიშვილის გამოხმაურება. მან აღნიშნულ საკითხზე ამერიკის საელჩოს განცხადებას „საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ღია ფაზაში გადასვლა“ უწოდა 

ზემოთ აღწერილი მაგალითების გარდა, შაქარიშვილთან დაკავშირებულ ქსელში შემავალ გვერდებზე სხვა ანტიდასავლური ნარატივებიც ვრცელდებოდა. ზავნილებში ასავლეთს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში სდებდნენ ბრალს, კერძოდ,  აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების მიზნად მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას წარმოაჩენდნენ; ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას კი საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დაკავშირებით უშედეგო დაპირებების გაცემაში ადანაშაულებდნენ. 

შესწავლილ გვერდებზე გავრცელებულ ანტიდასავლური შინაარსის გზავნილებს შორის აშშ-ის პრეზიდენტის დისკრედიტაციაც გვხვდება. ამასთანავე, გვერდზე Georgia First NEWS 3 სექტემბერს გამოქვეყნდა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის, ტექსტი სათაურით „ვაის გავეყარეთ, თუ უის ვეყრებით, რომელშიც აშშ-ის ახლადდანიშნული ელჩის შესახებ წერს. ექსტში ქართველიშვილი კელი დეგნანის კრიტიკის პარალელურად, მიმოიხილავს რობინ დანიგანის ბიოგრაფიას, მის კავშირებ უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში და წერს, რომ დანიგანის შესახებ არსებული ინფორმაცია მის მიმართ დიდი ოპტიმიზმის გამოთქმის საშუალებას არ იძლევ“. 

ატო შაქარიშვილთან დაკავშირებულ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმიანებოდა. რცელდებოდა გზავნილები, რომ აშშ უკრაინას ფინანსურად ვეღარ დაეხმარებოდა, ხოლო უკრაინელებს ევროკავშირის ტერიტორიიდან დეპორტაცია ემუქრებოდათ. პოსტების ნაწილი ვოლოდიმირ ზელენსკის საწინააღმდეგოა. გავრცელდა გზავნილი, რომ უკრაინას ფრონტზე ცოცხალი ძალა აღარ ჰყოფნის, მოქალაქეები კი სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან თავის არიდებას კორუფციული გზებით ცდილობენ. გრეთვე, ვრცელდებოდა პოსტები, რომლითაც უკრაინის მოსალოდნელ მარცხპროგნოზირებდნენ. 

21 სექტემბერს გვერდმა „საქართველო უპირველეს ყოვლისა • Georgia First“ გაავრცელა უკრაინაში მებრძოლი ქართველების ფოტო გზავნილით, რომ ისინი აფხაზეთზე თავდასხმის წინადადებით გამოდიან. მავე გვერდმა გაავრცელა მანიპულირებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინის პოლიციამ ქართველი მამაკაცი სამობილიზაციო ღონისძიების შედეგად მოკლა.  

 

 

 

 

პუბლიკაციის გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.