სექსისტური გზავნილები სოციალური მედიის პლატფორმებზე
ბოლო წლების განმავლობაში სოციალური მედიის პლატფორმები, მათ შორის ფეისბუქი და ტიკტოკი, განსხვავებული პოლიტიკური მიზნების მქონე აქტორების მიერ ინტერნეტმომხმარებლებზე ზემოქმედების მიზნით გამოიყენება. საზოგადოებრივი აზრისა და განწყობის ფორმირებაზე გავლენის მოხდენისათვის, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული პირები განსხვავებულ ტაქტიკებს, მეთოდებსა და ნარატივებს იყენებენ. მზარდია საარჩევნო პროცესებში სოციალური მედიის როლი. რამდენადაც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სრულფასოვანი შეფასება შეუძლებელია სოციალურ ქსელებში წარმოებული კამპანიების მონიტორინგის გარეშე, სოციალურ მედიაში არსებული ტენდენციების ანალიზი მნიშვნელოვანია. კამპანიების სრულყოფილად შესასწავლად კი სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინება არის საჭირო, მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო კომპონენტი გენდერულ ჭრილში ანალიზია.
პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალების დისკრედიტაციის მიზნით სექსისტური ნარატივების გამოყენება, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. სამიზნეების რეპუტაციის შელახვის მიზნით, ხშირია სექსისტური გზავნილებისა და ვიზუალური მასალის გავრცელება, რაც ქალების შერცხვენას და პოლიტიკური ცხოვრებიდან გაძევებას ისახავს მიზნად.
დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ