თვითმმართველობები

ISFED ქუთაისში თერჯოლის აქციის მონაწილეებთან შეხვედრას გამართავს

ხვალ, 5 მარტს, 15 საათზე, ,,სამართლიანი არჩევნების“ ქუთაისის ოფისში გაიმართება შეხვედრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებთან. 

შეხვედრაზე “სამართლიანი არჩევნების“ იურისტები  მოისმენენ კონკურსანტების პრეტენზიებს თერჯოლის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის შესახებ და იურიდიულ კონსულტაციით დაეხმარებიან.

სამწუხაროდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი არ დაუშვეს გასაუბრების ეტაპზე დასასწრებად, რის გამოც მოკლებულნი ვიყავით კონკურსის გასაუბრების ეტაპის დაკვირვების შესაძლებლობას.

დღეს, 4 მარტს, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონკურსანტების ნაწილმა არაობიექტურად შეაფასა და თერჯოლაში აქციით გააპროტესტა. მათი განცხადებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ვაკანტურ თანამდებობებზე პოლიტიკური ნიშნით შეარჩია კონკურსანტები. კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით. 

"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, აქციას ასამდე ადამიანი ესწრებოდა. 

 „სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას იურიდიული კონსულტაციით დაეხმაროს ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ატესტაცია/გასაუბრების პროცესში მისი უფლებები დაირღვა.