ბლოგი

გახარია-კეზერაშვილის „თანამშრომლობის“ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტრაექტორია

27 მაისს ონლაინ გამოცემა “Ongo.ge-მ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას ახალი პარტიის დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია. სტატიის ავტორი ჟურნალისტი ქეთი ხატიაშვილია და მის ინფორმატორად „სანდო წყარო“ სახელდება.  

“Ongo.ge-ს” წყაროს მოშველიებით, ინფორმაცია მალევე, რამდენიმეწუთიანი შუალედით, სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა როგორც ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე, ისე ფეისბუქ ჯგუფებში. Საჯარო ჯგუფებში მასალას თავად მედიასაშუალების გვერდი ან საეჭვო პერსონალური ანგარიში ავრცელებდა. გამავრცელებელთა შორის იყვნენ: “POSTV”, “იმედინიუსი”, “მედიაცენტრი მთავარი”, “For.ge”, “მარშალპრესი”, “თვალსაზრისი”, “ექსკლუზივ ნიუსი”, “ინტერნეტგამოცემა ლიდერი”, “მედიაჰოლდინგი კვირა”, “სფეისნიუსი”, “პრაიმტაიმი”.  

აღნიშნულმა ტაქტიკამ კოორდინირებული მადისკრედიტირებელი კამპანიის სახე მიიღო, რომელიც რიგ შემთხვევაში დასპონსორებული იყო. Მათ შორის, გვერდმა “საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog” პარტიის დაფინანსების თემაზე გამოქვეყნებული პოსტი დაასპონსორა. 

„Ongo.ge“ 2019 წელს შექმნილი ანტიოპოზიციური განწყობების მქონე ონლაინგამოცემაა, რომლის სახელიც, სავარაუდოდ, მკითხველში სანდოობის გაზრდის მიზნით სხვა მედიასაშუალების, “On.ge-ის” დასახელებას ჰგავს.  

 

მონაცემები შეგროვებულია პლატფორმა CrowdTangle-ის დახმარებით.
„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორების პოზიცია