„ნიუს-ფრონტთან” დაკავშირებული ქსელი ფეისბუქსა და ტელეგრამზე - ახალი ტაქტიკა და გზავნილები
2020 წელს კომპანია „ფეისბუქმა“ (ამჟამად Meta) კრემლის პროპაგანდისტული სააგენტო, „ნიუს-ფრონტი”, მის კუთვნილ პლატფორმებზე წესების დარღვევით (კოორდინირებული არაავთენტური ქცევა) მოქმედების გამო შეზღუდა, თუმცა გამოცემასთან დაკავშირებული ანგარიშები ფეისბუქზე სხვადასხვა ხერხით მაინც ცდილობენ მასალების გავრცელებას. შეზღუდვის შემდეგ სააგენტო აქტიურად იყენებდა დომენის შენიღბვის მეთოდს, რათა სტატიები ჯგუფებში Meta-ს წესების გვერდის ავლით გაევრცელებინა. 2023 წლის სექტემბრიდან კი „ნიუს-ფრონტმა” ტელეგრამის პლატფორმის გამოყენება აქტიურად დაიწყო და ანტიდასავლური და პრორუსული შინაარსის, ასევე, საქართველოს შიდა პოლიტიკურ აქტორებზე მომზადებულ მასალებს ფეისბუქზე სწორედ ამ პლატფორმაზე კუთვნილი არხის („იქნება თუ არა მაიდანი”) ბმულების საშუალებით ავრცელებს.
2021 წელს „სამართლიანი არჩევნების” გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ „ნიუს-ფრონტი” ფეისბუქიდან წაშლის შემდეგ ქართულ სააგენტო „სივრცეებს“ (Spacenews) დაუკავშირდა. კერძოდ, ორივე გამოცემის ბმულებს ერთი და იგივე არაავთენტური ანგარიშები კოორდინირებულად, Meta-ს წესების დარღვევით, სხვადასხვა ჯგუფში აზიარებდნენ. სააგენტოების მოქმედებაზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ კონკრეტული არაავთენტური ანგარიშები ამჟამადაც არიან ჩართული „ფეისბუქზე” ორივე ვებგვერდის ბმულების კოორდინირებულად გავრცელებაში. ამასთანავე, აღნიშნულ ქსელში ჩართულია კიდევ ერთი პორტალი - NTV.com.ge, რომელიც ამ ეტაპზე გასართობი, ე.წ. კლიკბეით ტიპის ვებსაიტია.[1] ამჟამად „ნიუს-ფრონტის”, „სფეისნიუსის” და/ან NTV.com.ge-ს მასალების გავრცელებაში 13 ფეისბუქ ანგარიში, 2 ფეისბუქ გვერდი და 1 ტელეგრამ არხია ჩართული. გამოცემების ბმულები 5 ძირითად საჯარო ფეისბუქჯგუფში ზიარდება.
გამოცემებთან დაკავშირებული არაავთენტური ანგარიშები სხვადასხვა მანიპულაციურ ხერხს იყენებენ, მათ შორის, ე.წ. კლიკბეით სათაურებითა და გასართობი შინაარსის მასალებით ცდილობენ აუდიტორიის მოზიდვას. ამის ფონზე კი პოლიტიკური შინაარსის მასალები ვრცელდება.
„სამართლიანი არჩევნები” დააკვირდა „ნიუს-ფრონტის“ ქართულ რედაქციასთან დაკავშირებულ ანგარიშებს ფეისბუქსა და ტელეგრამზე, მათი მოქმედების ტაქტიკის ახალ სახეებს, რაც სოციალური მედიის პლატფორმის შეზღუდვების გვერდის ასავლელად გამოიყენება და იმ ძირითად გზავნილებს, რომლებსაც ქსელში ჩართული აქტორები 2023 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ავრცელებდნენ.
„ნიუს-ფრონტისა“ და „სფეისნიუსის“ შესახებ
2019 წლიდან ქართულ ფეისბუქსივრცეში კრემლის პროპაგანდისტული სააგენტო, „News-Front Georgia” ოპერირებს, მათ შორის 2020 წლიდან ფეისბუქის აკრძალვების გვერდის ავლით. გამოცემის მიზანი აუდიტორიაში რუსეთის სასარგებლო და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაა. „ნიუს-ფრონტი“ რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის, „როსკომნადზორის“, ბრძანებითაა დაარსებული და მისი რეგისტრაციის მისამართი რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმია. მისი ხელმძღვანელი, კონსტანტინ კნირიკი, ევროკავშირისა და აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ სანქცირებულთა სიებში მოხვდა.
Meta-მ 2020 წლის აპრილში „სამართლიანი არჩევნების“ გამოძიების საფუძველზე ერთხელ უკვე წაშალა სააგენტოსთან დაკავშირებული გვერდები, ანგარიშები და ჯგუფები, რომლებიც კომპანიის წესების მასობრივი დარღვევით მოქმედებდნენ. წაშლილი გვერდების სამიზნე საქართველოსთან ერთად, ევროპის სხვა სახელმწიფოებიც იყვნენ და მასალებს ადგილობრივ ენებზე ავრცელებდნენ. გამოცემის ქართულ რედაქციასთან დაკავშირებული არაავთენტური ანგარიშები პრორუსულ და ანტიდასავლურ სიახლეებს სხვადასხვა თემატურ ჯგუფში აზიარებდნენ.
Meta-ს მიერ ქსელის წაშლისა და გამოცემის ბმულების პლატფორმაზე გაზიარების შეზღუდვის შემდეგ საინფორმაციო ოპერაციის წარმართვას „ნიუს-ფრონტი“ ახალი ხერხებით ცდილობდა. მაგალითად, მათ გამოიყენეს ე.წ. დომენის შენიღბვის (Domain Cloaking) მეთოდი.
„სამართლიანი არჩევნები“ „ნიუს-ფრონტზე“ გავრცელებულ ნარატივებს რუსეთის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგაც დააკვირდა. აღმოჩნდა, რომ კრემლისტური გამოცემა რუსეთის სამხედრო ძალების დანაშაულებს უარყოფდა და უკრაინისა და დასავლეთის მადისკრედიტირებელ გზავნილებს ავრცელებდა.
2021 წელს „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა, რომ კრემლისტურ გამოცემასთან ქართული სააგენტო, „Spacesnews • სივრცეებია” დაკავშირებული. კერძოდ, სააგენტოების სტატიებს კონკრეტული არაავთენტური ანგარიშები მრავალათასიან საჯარო ჯგუფებში ავრცელებდნენ. "Spacesnews • სივრცეები" 2019 წლის ივლისში გამოჩნდა, პოსტების დასპონსორება კი 2020 წლის 19 ნოემბერს დაიწყო. გამოცემა, ძირითადად, ნეიტრალური ტონის სტატიებს ავრცელებს, თუმცა მასალებში შენიღბულად ანტიდასავლური, პრორუსული განწყობებიც იგრძნობა და მიმართულია საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად.
„Spacesnews • სივრცეები“ 2019 წელს დარეგისტრირდა, როგორც „შპს სივრცეები", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი თამარ ჯოჯუა იყო. 2021 წლის ივლისიდან ის ვალერიან (ვაკა) გორგილაძემ შეცვალა, რომელიც წარსულში ტელეკომპანია „იმედის” გადაცემის, „იმედის ფაქტორის”, წამყვანი იყო. გორგილაძეს ამჟამად „სივრცეების” რადიოს ეთერში გადაცემა „დიდი სივრცე” მიჰყავს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს უკავშირდება მეორე კომპანიაც, სახელწოდებით „შპს მედია ჰოლდინგი სივრცეები”. კომპანია საჯარო რეესტრში 2016 წელს შპს „რადიო ტიფლისის“ სახელით დარეგისტრირდა, 2017 წელს კი „შპს ჰამბურგი“ გახდა. 2023 წლის ივნისში კომპანიამ სახელი შეიცვალა და ამჟამინდელი სახელი („შპს მედია ჰოლდინგი სივრცეები“) დაირქვა. მისი დირექტორი ჟურნალისტი ეკა ვეფხვაძეა, რომელიც კომპანიის 10%-იან წილს ფლობს. კომპანიის 20%-იანი წილის მფლობელია ვალერიან (ვაკა) გორგილაძე, 70% კი ეკუთვნის „შპს შერს", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თამარ ჯოჯუაა. სწორედ 2023 წლის ივნისში შეიქმნა ფეისბუქგვერდი „რადიო სივრცე FM 98.5 Radio Sivrce”, სააგენტოს რადიო კი შემოდგომიდან მაუწყებლობს.
NTV.com.ge - ახალი კლიკბეით ვებსაიტი
ვებსაიტის Ntv.com.ge დომენის მისამართი 2023 წლის 27 ივლისს შეიქმნა. ვებპორტალზე, ძირითადად, გასართობი შინაარსის სიახლეები ქვეყნდება, თუმცა ზოგჯერ პოლიტიკური სიახლეებიც გვხვდება. Ntv.com.ge-ს მასალების შინაარსისა და კლიკბეით სათაურებიდან გამომდინარე, აღნიშნული პორტალის ამოცანა, პირველ ეტაპზე, შესაძლოა, მომხმარებლის მოზიდვაა, მომავალში პოლიტიკური გზავნილების ეფექტიანად გავრცელების მიზნით.
ფეისბუქჯგუფებში Ntv.com.ge-ს ბმულების გავრცელება შექმნის პერიოდიდან, გასული წლის ივლისის ბოლოდან, დაიწყო. ჯგუფებში საიტის ბმულებს იგივე არაავთენტური ანგარიშები აზიარებენ, რომლებიც „სფეისნიუსის” მასალების გავრცელებაში არიან ჩართული. აღნიშნული ანგარიშების ნაწილი, ასევე, აზიარებს „ნიუს-ფრონტის” ტელეგრამის არხის ბმულებს ან წარსულში მის გავრცელებაში იყო ჩართული.
ბმულების გაზიარების ახალი ტექნიკა და კლიკბეით სათაურები
2023 წლის ივნისის ბოლოდან „სფეისნიუსმა”, Ntv.com.ge-სთან ერთად ჯგუფებში განსხვავებული ტაქტიკით დაიწყო მოქმედება. კერძოდ, მასალის ბმულის ნაცვლად, პოსტის სახით ფეისბუქჯგუფებში სხვადასხვა ფოტო ქვეყნდება, რომელსაც თან ახლავს პირველ კომენტარში მოცემულ ბმულზე გადასვლის მოწოდება. ვებგვერდის ბმულებს კი კომენტარებში უთითებენ. აღსანიშნავია, რომ ამავე მეთოდით ვრცელდება ფეისბუქზე „ნიუს-ფრონტის” მასალების ბმულები ტელეგრამის არხიდანაც.
აღნიშნული ტაქტიკის ცვლილებას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. იმის გამო, რომ Meta კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას ზღუდავს და წესების დარღვევით მოქმედ ქსელებს შლის, ბმულების კომენტარებში მითითება, შესაძლოა, მათთვის კომპანიის პოლიტიკის წესებისგან ერთგვარ თავის არიდებასაც წარმოადგენდეს. ბმულის კომენტარებში განთავსება მკვლევრებისთვისაც ქმნის კოორდინირებული არაავთენტური ქცევის დროის მცირე მონაკვეთში ამოცნობისა და შესწავლის პრობლემას. მეორე მიზეზი, რომლითაც ტაქტიკის ცვლილება შეიძლება იყოს განპირობებული, საიტზე გადასვლის მაჩვენებლის გაზრდაა. ამასთანავე, შესაძლოა, ფოტოების გამოქვეყნების მიზეზი პოსტების ინტერაქციის გაზრდის მცდელობაც იყოს.
აღსანიშნავია, რომ სამივე პორტალის ბმულები, სავარაუდოდ, საიტზე გადასვლის მაჩვენებლის გასაზრდელად, სხვადასხვა ჯგუფში ე.წ. კლიკბეით სათაურებით იყო გაზიარებული. პოლიტიკური შინაარსის მქონე გზავნილების უმეტესი ნაწილი „ნიუს-ფრონტისა“ და „სფეისნიუსის” საშუალებით ვრცელდებოდა, ხოლო Ntv.com.ge ძირითადად არაპოლიტიკურ მასალებს აქვეყნებდა. Ntv.com.ge-სა და „სფეისნიუსზე” გამოქვეყნებული არაპოლიტიკური მასალების ნაწილი ცნობილი ადამიანების ცხოვრებას, ასტროლოგიას, მოდას, ამინდს, სპორტსა და კულინარიას ეხებოდა. ამ ტიპის მასალების ასე აქტიურად გამოქვეყნება, შესაძლოა, აუდიტორიის მოზიდვას და ჩართულობის გაზრდას ემსახურებოდეს.
სააგენტოებთან დაკავშირებული ანგარიშები
„სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, ამჟამად „ნიუს-ფრონტის”, „სფეისნიუსის” და/ან NTV.com.ge-ს მასალების გავრცელებაში 13 ფეისბუქ ანგარიში, 2 ფეისბუქ გვერდი და 1 ტელეგრამ არხია ჩართული. გამოცემების ბმულები 5 ძირითად საჯარო ფეისბუქჯგუფში ზიარდება.
„ნიუს-ფრონტზე” გავრცელებული პროპაგანდისტული გზავნილები
„ნიუს-ფრონტის” მიერ გავრცელებული მასალები, ძირითადად, ოპოზიციის, დასავლეთისა და უკრაინის საწინააღმდეგო გზავნილებს მოიცავდა. ცალკეულ მასალებში იკვეთებოდა პრორუსული განწყობებიც.
სალომე ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელი გზავნილები
„ნიუს-ფრონტი" აქტიურად აშუქებდა „ხალხის ძალის” წევრებისა და სხვა პროსახელისუფლებო აქტორების განცხადებებს, რომელთა ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, საწინააღმდეგო გზავნილებს მოიცავდა. ოპოზიციური ლიდერების მსგავსად, ზურაბიშვილიც დადანაშაულებული იყო საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნის მცდელობასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში. ამასთანავე, ზურაბიშვილს ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებაში, როცა მან ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის, გასამართლების შესაძლებლობის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. „ნიუს-ფრონტი” პროსახელისუფლებო აქტორების იმ განცხადებებსაც ავრცელებდა, რომლებშიც ზურაბიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას იყენებდნენ.
სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციასთან ერთად მოქმედებასა და მათთან პოლიტიკური გაერთიანების სურვილშიც სდებდნენ ბრალს. იგი მასალებში წარმოჩენილი იყო, როგორც ოპოზიციური გაერთიანების პოტენციური ლიდერი. ამავდროულად, აქცენტი იმაზე კეთდებოდა, რომ წარსულში ოპოზიციის წარმომადგენლები მას უპირისპირდებოდნენ. „ნიუს-ფრონტმა” გააშუქა ნანა კაკაბაძის ბრალდება ზურაბიშვილის მიმართ, რომ ზურაბიშვილი თავს ერის გამაერთიანებლად საკუთარი მნიშვნელობის საჩვენებლად წარმოაჩენს.
ოპოზიციური პარტიების მადისკრედიტირებელი გზავნილები
„ნიუს-ფრონტის” მასალებში დისკრედიტაციის სამიზნეები იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც. მათი მისამართით გაჟღერდა ბრალდება, რომ ოპოზიციას საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნა სურს.[2] „ნიუს-ფრონტმა” გაავრცელა ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურების განცხადებების ვიდეოკოლაჟიც, სათაურით “ვის უნდა ომი საქართველოში”. ოპოზიციურ სპექტრს ბრალი ედებოდა დასავლური და ამერიკული ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭებაშიც.
„ნიუს-ფრონტის” სამიზნე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც. პარტიის მიმართ ჟღერდებოდა ნარატივი, რომ ის დასავლეთის მიერ იმართება და 2003 წლის „ვარდების რევოლუციაც” დასავლური ძალების მიერ იყო მხარდაჭერილი. აღნიშნული ნარატივის გასავრცელებლად „ნიუს-ფრონტი” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, ციტირებდა. მასალებში პარტია რევოლუციურ სცენართანაც იყო დაკავშირებული. ქვეყნდებოდა ისეთი მასალებიც, რომლებშიც სააკაშვილი კრიმინალურ ქმედებებში იყო დადანაშაულებული. ამასთანავე, გაშუქდა „ხალხის ძალის” წევრის, მიხეილ ყაველაშვილის, მოწოდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გასამართლების შესახებ. ყურადღება იყო გამახვილებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შიდა დაპირისპირებაზე და ვრცელდებოდა ნარატივი, რომ ამ განხეთქილების გამო „ქართული ოცნება” ოპოზიციურ პარტიას საფრთხედ არ აღიქვამს.
„ნიუს-ფრონტზე” ვრცელდებოდა „ხალხის ძალისა” და პროსახელისუფლებო აქტორების მადისკრედიტირებელი განცხადებები, რომლებიც „ლელოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას მიემართებოდა. ხაზარაძის შემთხვევაში მის საბანკო საქმიანობაზე უთითებდნენ, გახარია კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფარულ მოკავშირედ იყო მოხსენიებული.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საწინააღმდეგო გზავნილები
„ნიუს-ფრონტის” მასალების ნაწილში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საწინააღმდეგო გზავნილებიც გვხვდებოდა. მაგალითად, ნანა კაკაბაძე ორგანიზაციებს რევოლუციურ სცენარში მონაწილეობის მიღებასა და ანტისამთავრობო აქტივობებში ჩართვაში სდებდა ბრალს. ამასთანავე, დასავლურ ფონდებს საქართველოში არეულობის მოწყობის მცდელობაში ედებოდათ ბრალი.
ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ნარატივები
ვრცელდებოდა ნარატივი, რომ საქართველო ევროკავშირში უახლოეს პერიოდში ვერ გაწევრდება, რადგან გაერთიანებას არ მიაჩნია, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა მის წესდებასთან შეუსაბამოა. ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია დაკავშირებულია ქვეყნისთვის მოსალოდნელ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან (მათ შორის, ფასების ზრდასა და რუსეთთან ეკონომიკური კავშირის გაწყვეტასთან) და აღნიშნულია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი არ იქნება. ამასთანავე, ევროკავშირში ქვეყნის შესვლა გაიგივებულია ტრადიციული ღირებულებების უგულებელყოფასთან, „დასავლურ ღირებულებებში გათქვეფასთან”, ქვიარ თემის უფლებების წინ წამოწევასა და სარწმუნოებაზე - მართლმადიდებლობაზე - უარის თქმასთან. მითითებულია საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნის საშიშროებაზეც. დისკრედიტირებულია საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში გაწევრების სურვილიც. კერძოდ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, რომელთა მიხედვითაც ევროკავშირში გაწევრების მხარდაჭერა მაღალია, კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოკითხვის შედეგების მანიპულირებასთანაა დაკავშირებული.
დასავლეთს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ედებოდა ბრალი. ვრცელდებოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, განცხადება უკრაინაში დასავლეთის აგრესიულ მიზნებზეც. „ნიუს-ფრონტი” აშუქებდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, განცხადებასაც, რომელშიც ის დასავლეთს რუსოფობიასა და ნეონაციზმის მხარდაჭერაში სდებდა ბრალს. გავრცელებულ მასალებში „ხალხის ძალის” წევრები უკრაინელ მაღალჩინოსნებსაც აკრიტიკებდნენ ლობირების კანონპროექტის ინიციირებასთან დაკავშირებით. „ნიუს-ფრონტი” ავრცელებდა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის საწინააღმდეგო გზავნილებსაც და მას შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენიებდა.
„ნიუს-ფრონტზე" გამოქვეყნდა „ევრაზიის ინსტიტუტის” განცხადებაც, რომელშიც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კიევის „ტერორისტულ რეჟიმად" გამოცხადების აუცილებლობაზე კეთდებოდა აქცენტი და საქართველოსთვის უკრაინიდან მოსალოდნელ საფრთხეზეც საუბრობდნენ. გავრცელებულ მასალებში უკრაინას რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობაში ედებოდა ბრალი. პარალელურად ვრცელდებოდა დეზინფორმაციული ნარატივი, თითქოს ბუჩის ტრაგედია უკრაინის მიერ დასავლეთის დახმარებით დადგმული პერფორმანსი იყო. ხაზგასმული იყო ევროკავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოება უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებაზე. ამასთანავე, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმ დაბრკოლებების შესახებ, რომელიც უკრაინისთვის დაფინანსების გამოყოფას ექმნება აშშ-სა და ევროკავშირში.
დეკემბრის მეორე ნახევარში ვრცელდებოდა ნარატივი, რომ სერბეთში მიმდინარე პროტესტები ფერადი რევოლუციის მცდელობას ჰგავდა. პარალელურად ვრცელდებოდა მოსაზრებები, რომ სერბეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვის რეპეტიციაა 2024 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის.
პრორუსული და პროჩინური გზავნილები
მასალებში უკრაინასთან ომში რუსეთის უპირატესობასა და მისი გავლენების გაძლიერებაზე აპელირებდნენ. ამასთანავე, დადებითად იყო შეფასებული რუსული ჯარის ბრძოლის ტექნიკა და რესურსები უკრაინაში.
„ნიუს-ფრონტზე” რუსეთი საქართველოს არსებობაში მთავარ ფაქტორად და ქვეყნის ისტორიულ მოკავშირედ იყო წარმოჩენილი. აღნიშნული იყო, რომ რუსეთი საქართველოს „ტრადიციებისა” და „ცხოვრების წესის შენარჩუნებაში” უწყობდა ხელს. „ნიუს-ფრონტის” მასალებში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ტრადიციული ღირებულებების დამცველად და ქვეყნის ძლიერ ლიდერად იყო წარმოჩენილი.
ამასთანავე, ქვეყნდებოდა რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები. მაგალითად, გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადება, თითქოს საქართველო 3+3 ფორმატს უერთდებოდა, რაც ქართულმა მხარემ არ დაადასტურა. გავრცელდა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას, განცხადებაც, რომ სომხეთი და საქართველო ევროპის გავლენის ქვეშ არიან, აფხაზეთი კი მათგან დამოუკიდებელია. გამოქვეყნდა „საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ვალერი კვარაცხელიას, წერილიც, რომლის თანახმადაც, ღარიბაშვილს ორი გზა აქვს: გაჰყვეს ერეკლე მეფის გზას და დაახლოვდეს რუსეთთან, ან დაადგეს ფაშინიანის გზას და მოახდინოს საქართველოს „უკრაინიზაცია”.
რუსეთის გარდა, მასალებში პოზიტიურად იყო მოხსენიებული ჩინეთი და მასთან საქართველოს ურთიერთობა. კერძოდ, „ხალხის ძალის” წევრის, სოზარ სუბარის, მიერ ხაზგასმული იყო, რომ ევროკავშირსა და უკრაინას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, ხოლო ოპოზიციის ნარატივი ამ საკითხზე საქართველოს საწინააღმდეგოა.
„სფეისნიუსსა” და NTV.com.ge-ზე გავრცელებული პროპაგანდისტული გზავნილები
მაშინ, როდესაც „სფეისნიუსი” როგორც პოლიტიკური, ისე გასართობი სიახლეების გავრცელებაზე კონცენტრირდებოდა, NTV.com.ge ჯგუფებში უმეტესად გასართობ და არაპოლიტიკურ მასალებს აზიარებდა. კერძოდ, ვებგვერდზე მეტად დომინირებდა სხვადასხვა თემა, როგორიცაა: კრიმინალი, სპორტი, ასტროლოგია, ამინდი, ჯანმრთელობა, კულინარია, მოდა, ცნობილი ადამიანების ცხოვრება. ამასთან, აღნიშნულ საიტზე მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც გვხვდებოდა პოლიტიკური კონტენტიც.
მასალებში კი ანტიდასავლური და ანტიუკრაინული განწყობებიც იკვეთებოდა. სააგენტოს ერთ-ერთი ტაქტიკა იყო ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი პირების - მათ შორის, ლალი მოროშკინას, „ხალხის ძალის” წევრებისა და ექსპერტებად პოზიციონირებადი პირების - იმ განცხადებების გაშუქება, რომლებიც მკვეთრად ანტიოპოზიციურ გზავნილებს მოიცავდა.
გზავნილები საქართველოს შიდა პოლიტიკის შესახებ
„სფეისნიუსისა” და Ntv.com.ge-ს მასალებში ოპოზიცია საქართველოში არეულობის, ე.წ. მაიდნის მოწყობისა და ომის მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში იყო დადანაშაულებული. მაგალითად, „სფეისნიუსზე” შერჩეული იყო ოპოზიციური აქტორების ისეთი განცხადებები, რომლებშიც ისინი დაკარგული ტერიტორიების არამშვიდობიანი გზით დაბრუნებასა და რევოლუციაზე იყო საუბარი. მასალებში ოპოზიცია, ასევე, დადანაშაულებული იყო იმაში, რომ კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის მიღება არ სურდათ.
„სფეისნიუსი” და Ntv.com.ge ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით შიდაოპოზიციურ დაპირისპირებას აშუქებდნენ. მაგალითად, სხვადასხვა ჯგუფში სააგენტოსთან დაკავშირებული ანგარიშები აზიარებდნენ ნიუსებს, რომლებშიც „ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სხვა ოპოზიციურ ფიგურებს უპირისპირდებოდა. ახალ ამბებში ყურადღება იყო გამახვილებული „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე შიდა დაპირისპირებაზეც.
ორივე გამოცემის სამიზნე იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც. ახალი ამბების ნაწილი დამცინავ კონტექსტში ეხებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სოფო ჯაფარიძის, აშშ-ში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრას. „სფეისნიუსი” აქვეყნებდა ისეთ სიახლეებსაც, რომლებშიც სააკაშვილი კრიმინალურ ქმედებებში იყო დადანაშაულებული.
ახალი ამბების ნაწილში იკვეთებოდა „ლელოსა" და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძის, საწინააღმდეგო გზავნილები. მაგალითად, გამოცემის მასალებში ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი აქტორები „ლელოს“ ანტირუსულ სტრატეგიას, „საქართველოს დაცვის აქტს” „საქართველოს გაუბედურების აქტს” უწოდებდნენ, ხაზარაძის შემთხვევაში კი მის საბანკო საქმიანობაზე კეთდებოდა აქცენტი.
„სფეისნიუსისა” და Ntv.com.ge-ს სიახლეებში, „ნიუს-ფრონტის“ მსგავსად, იკვეთებოდა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, საწინააღმდეგო განწყობებიც. მაგალითად, Ntv.com.ge-ს პლატფორმა დაეთმო „ხალხის ძალის” წევრის, ზურაბ ქადაგიძის განცხადებას, რომელშიც ის პრეზიდენტს ოპოზიციასთან ერთად მოქმედებაში სდებდა ბრალს. ასევე, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი აქტორები ზურაბიშვილს იმ განცხადების გამო აკრიტიკებდნენ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. „სფეისნიუსი” დამცინავად მოიხსენიებდა იმ ექსპერტებსაც, რომლებიც 2024 წლის არჩევნებისთვის ზურაბიშვილის პოლიტიკურ პოტენციალზე საუბრობდნენ. ეჭვქვეშ იყო დაყენებული ზურაბიშვილის კომპეტენტურობაც.
მეორე მხრივ, „სფეისნიუსი” და Ntv.com.ge აქტიურად აშუქებდნენ ხელფასის, პენსიის ზრდისა და სოციალური დახმარების შესახებ სიახლეებს, აღწერით „სასიხარულო სიახლე”. ასევე, აშუქებდნენ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი პირების იმ გზავნილებს, რომლებშიც ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის თემაზე მთავრობის დამსახურებად იყო წარმოჩენილი.
ანტიდასავლური და ანტიუკრაინული განწყობების შემცველი გზავნილები
„სფეისნიუსის” ერთ-ერთ მასალაში გამოყენებული იყო პროსახელისუფლებო ექსპერტის ციტატა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო აშშ-ის ახალი ელჩი, რობინ დანიგანი. ელჩის კრიტიკის მიზეზი გახდა მისი განცხადება, რომელშიც მან საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გააკრიტიკა ჩინეთის რუსეთთან დაახლოების გამო. ერთ-ერთ მასალაში დასავლელი ლიდერები - ბორის ჯონსონი და ჯო ბაიდენი საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში იყვნენ დადანაშაულებული. იგივე ბრალდება იყო გაჟღერებული უკრაინის მაღალჩინოსნების მიმართაც.
[1] კლიკბეითი - კონტენტი, რომლის მთავარი მიზანიც არის მკითხველის ყურადღების მიქცევა და მათი წახალისება, გადავიდნენ მითითებულ ბმულზე.
[2] ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2023 წლის კომუნიკაციის თანახმად, „უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების გადაწყვეტილების შემდეგ, ასევე მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ეს სამი ქვეყანა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების კამპანიების ახალი ტალღის სამიზნე გახდა, რომელიც ძირითადად მიზნად ისახავს გაწევრიანების მისწრაფებების დისკრედიტაციას, ევროკავშირისა და დასავლეთის დადანაშაულებას რეგიონში შექმნილ ვითარებაში. საქართველოში დეზინფორმაციის სპეციფიკური მიმართულება ცდილობდა იმის მინიშნებას, რომ დასავლეთი საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა აღნიშნულის [დეზინფორმაციის] უფრო აქტიური გამოაშკარავება და გაქარწყლება.
პუბლიკაციის გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.

[2] ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2023 წლის კომუნიკაციის თანახმად, „უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების გადაწყვეტილების შემდეგ, ასევე მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ეს სამი ქვეყანა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების კამპანიების ახალი ტალღის სამიზნე გახდა, რომელიც ძირითადად მიზნად ისახავს გაწევრიანების მისწრაფებების დისკრედიტაციას, ევროკავშირისა და დასავლეთის დადანაშაულებას რეგიონში შექმნილ ვითარებაში. საქართველოში დეზინფორმაციის სპეციფიკური მიმართულება ცდილობდა იმის მინიშნებას, რომ დასავლეთი საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ც