მიმდინარე

ანგარიშვალდებულების, სამართლიანობისა და რეფორმების ხელშეწყობა არჩევნებში (FAIR Elections)

ხანგრძლივობა: 01 მარტი, 2022 - 31 მარტი, 2025

ბიუჯეტი: 900,000 აშშ დოლარი

დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

პროექტის მიზანი: თანასწორი, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერება არჩევნებში ანგარიშვალდებულების, სამართლიანობისა და რეფორმების ხელშეწყობის გზით.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:

  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო და არჩევნების დღის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დაკვირვების განხორციელება;
  • ახალი ტიპის საარჩევნო დარღვევების ტენდენციების გამოძიება და კვლევა;
  • საარჩევნო პროცესების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების კამპანიის ჩატარება;
  • სოციალური მედიის მონიტორინგის განხორიცლება;
  • ცესკოს საქმიანობის შეფასება;
  • საარჩევნო რეფორმის შესახებ რეკომენდაციების გაცემა და ამ მიზნით მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების ჩატარება.

 

ეს პროექტი წარმოადგენს 2019-2022 წლის პროექტის გაგრძელებას.